გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა:
ივერიის მონასტერი (ი. გოგებაშვილის მიხედვით)
მიზნები:
1. საინფორმაციო
ტექსტის კითხვა და გააზრება
2. ინფორმაციის
მოძიება საკითხის ირგვლივ
3. მიღებული
ინფორმაციის გაზიარება
4. ჯგუფური
და ინდივიდუალური სტრატეგიებს გამოყენება
5. ფონური
ცოდის დაგგენა და საკუთარი ცოდნის კონსტრუირებაზე დაკვირვება (სქემა: ვიცი, ვისწავლე,
მინდა ვიცოდე)
6. კითხვა
და წერის სტრატეგიებსი დაუფლება.
I აქტივობა და საშიანო დავალებების პრეზენტაცია
(7-8 წუთი)
მოსწავლეები იყოფიან
ჯგუფებად, წარმოადგენენ მოძიებულ მასალას საკითხის ირგვლივ: პალესტინის ჯვფრის მონასტერი.
პრეზენტაციისას იყენებენ როგორც ტექსტუალურ, ისე ფოტო და ელექტორნულ მასალას. მოსწავლეები
ისმენენ და აფასებენ ერთმანეთის პასუხებს სათანადო კომენტარით.
LL აქტივობა კითხვისათვის მზადება
(5-7 წუთი)
კლასს ვაწვდი ინფორმაციას
საზღვარგარეთ არსებულ კიდევ ერთ ქართულ სიძველეზე - ათონის მონსტერზე ვესუბრები თუ
სად მდებარეობს ათონის ივერთა მონასტერი. როდის დამკვიდრდნენ ქართველი ბერ-მონაზვნები
იქ. თან ვუჩვენებ სლაიდ შოუს: ათონის ივერთა მონასტრის, თორნიკე ერისთავის პრტყერტს,
მის ჯაჭვის პერანგს, იოანე და ექვთიმე ათნელებისა და გიორგი მთაწიმნდელის სურათებს.
თითოეულ მათგანზე ვაწვდი მოკლე ინფორმაციას.
III აქტივობა (12-15 წუთი)
მოსწავლეებს წავაკითხვინებ
ტექსტს ნაწილ-ნაწილ და კითხვის პროცესშივე აიხსნება გაუგებარი სიტყვები და გამოთქმები,
გზადაგზა შედგება გეგმაც რომელიც დაახლოებით ასეთ სახეს მიიღებს:
1. ათონის
მონასტრის დაფუძვნება;
2. ქართველი
ბერების საქმიანობა ათონის მთაზე;
3. მონასტრის
გაძლიერება;
4. თორნიკე
ერისთავის ვინაობა;
5. საერო
ცხვორებაში დაბრუნება;
6. იმპერატორის
წერილი;
7. დავით
კურაპალატის დახმარება;
8. სკლიაროსის
დახმარება;
9. თორნიკეს
დაბრუნება მონასტერში;
10. ქართული
მწიგნობრობის სავანე;
11. წმინდა
მამების ღვაწლი.
ამის
შემდგომ ვაანლიზებთ წაკითხულ ტექსტს
1.
მოსწავლეები ახლადმიღებულ ინფორმაციას აკავშირებენ არსებულ
ცოდნასთან, ამოიცნობენ ტექსტსში არსებულ ინფორმაციას/ფაქტებს. (სად მდებარეობდა ივერიის
მონასტერი, როდის დააფუძვნეს იგი, რა იყო მიზეზი ამ ადგილას ქართული მონასტრის დაფუძვნებისა,
განსაკუთრებით როდის გაძლიერდა და ვის მიერ, რომელი წმინდა მამები არიან ტექსტში ნახსენები,
რატომ სთხოვა ბერძნების იმპერატორმა დახმარება ქართველ კურაპალატს.
2.
ამოიცნობენ მოვლენებს, ფაქტებს, მოქმედებებს შორის არსებულ
ლოგიკურ კავშირს. (ქართველები დაეხმარნენ ბერძნებს, რა იყო ამ დახმარების მიზანი?)
თორნიკე ბერად იყო აღკვეცილი, მაგრამ იგი დაუბრუნდა საერო ცხვორებას და ომში წინამძღოლობდა
ქართველთა ჯარს, რამდენად ამართლებთ სასულიერო პირების ამგვარ მოქმედევას?
3.
გაივლება პარალელები შესწავლილ ლიტ. ნაწარმოებებს შორის.
IV აქტივობა: ტექსტის შინაარსის გადმოცემა
(5-6 წუთი)
მოსწავლეები გამოკვეთენ მთავარ ინფორმაციას და ფაქტებზე
ორიენტირებული კითხვებზე პასუხებით თავიანთი სიტყვებით გადმოსცემენ ტექსტის შინაარს.
V
აქტივობა შეჯამება (ჯგუფურად) 5 წუთი
დავალება
აქტივობის რვეული შეჯამეთ.
რა
ვიცოდი საქართველის ფარგლებს გარეთ მდებარე ისოტრიული ძეგლების შესახებ
რა
გავიგე ამ ძეგლების თაობაზე
რისი
გაგება მაინტრესებს.
VI
აქტივობა შეფასება (2-3 წუთი)
ამჯერად
შეფასება დაიწერება ორი კომპონენტის მიხედვით:
ა)
საშინაო დავალება ბ) საკლასო სამუშაო.
VII აქტივობა
ვუთითებ
მოსწავლეებს ონლიან მისამართს www.popplet.com სადაც ნაჩვენები
იქნება თორნიკე ერისთავის სურათი და ვთხოვ ჩაწერონ თითო წინადადება რა შეისწავლეს მის
შესახებ.
No comments:
Post a Comment